დმიტრი პესკოვი

პესკოვი: რუსეთს EU-ს მილიტარიზაციაზე შესაძლოა საპასუხო ზომების მიღება მოუწიოს

კრემლის პერსსპიკერი დმიტრი პესკოვი  
კრემლი  

7 მარტის ბრიფინგზე, კრმელის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ევროკავშირის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

"ევროკავშირის კონფრონტაციული რიტორიკა წინააღმდეგობაში მოდის უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების გზების ძიებასთან". – თქვა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და რუსეთი აგრძელებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მზადებას, თუმცა ამ ეტაპზე ახალი დეტალები და მომლაპარაკებელთა ვინაობა უცნობია.

კრემლის სპიკერმა არ გამორიცხა, რომ EU-ს მილიტარიზაციას რუსეთმა შესაძლოა პასუხი გასცეს:

"რუსეთს EU-ს მილიტარიზაციაზე შესაძლოა საპასუხო ზომების მიღება მოუწიოს".

კომენტარები