ლარი დოლართან 0.28 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.59 თეთრით გაუფასურდა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.783 ლარია, ერთი ევროსი - 3.0042 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.82 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.06 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.79 ლარია, ევროსი 3.02 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.





