აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ საპარლამენტო არჩევნების გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ მოითხოვა ინფორმაცია PVT-ის შესახებ. ალოგიკურია ის, რომ ISFED აქამდე მალავდა პარალელური ხმის დათვლის შედეგებს. არავითარი ახსნა და განმარტება ბუნებრივია, ამას არ ჰქონდა.
ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთ რამეზე, ISFED-ს ჰქონდა ერთადერთი დავალება, რომ რამენაირად ეჭქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე.
იგივეს აკეთებდა ეს ორგანიზაცია 2020 წელს. მაშინ მეტიც, მათ იკადრეს ის, რომ გააყალბეს მთლიანად პარალელური დათვლის შედეგები. ახლა, მეორედ იგივე ვეღარ გაბედეს იმიტომ, რომ აზრი აღარ ჰქონდა ელემენტარულად ამ ყველაფერს, თუმცა, გაყალბების მაგივრად გაუყალბებელი PVT აღარ გამოაქვეყნეს და აქედან ყველაფერი ნათელია ხო? ყველაფერი დევს ხელის გულზე. ISFED არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა მთელი ამ დროის განმავლობაში ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ.
ამის შედეგი იყო თავის დროზე პარალელური შედეგების გაყალბება და შემდეგ მათი არგამოქვეყნება. რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. მეტიც, მე მგონია, რომ არამარტო 2024 წლის დათვლის შედეგებით, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა პირველ რიგში იმიტომ, რომ იქ მგონია, რომ ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება გაირკვეს შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით.