ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - 5 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.47 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 4.33 თეთრით გაუფასურდა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7858 ლარია, ერთი ევროსი - 2.9783 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.82 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.79 ლარია, ევროსი 3 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.

კომენტარები