5 მარტის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 181 უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის Shahed-ის დრონებით და Искандер-М/КН-23, С-300-ტიპის რაკეტებით მიიტანეს იერიში.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.
უკრაინის ძალების განცხადების თანახმად, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე Искандер-М/KN-23 ტიპის სამი რაკეტით, ერთი საზენიტო მართვადი С-300 ტიპის რაკეტით და 181 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის იმიტაციური დრონებით მიიტანა იერიში.
რუსეთის ძალებმა დრონები ორელის, კურსკის, მილეროვოს, ბრიანსკის, პრიმორსკო-ახტარსკის და ჩაუდას (ყირიმი) ტერიტორიებიდან, ხოლო რაკეტები ვორონეჟისა და ასევე კურსკის ტერიტორიებიდან გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ მოახერხა 115 დარტყმითი Shahed ტიპის და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, მიხოლაივის და ოდესის ოლქებში. დანარჩენი 55 დრონი ლოკაციურად დაიკარგა და ვერ მიაღწია მიზანს.
დრონების შეტევის შედეგად დაზიანდა კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ოდესის ოლქების ინფრასტრუქტურა.





