აშშ-მექსიკა

WSJ: ჰეგსეთმა მექსიკას უთხრა, რომ საზღვარზე უმოქმედობის შემთხვევაში აშშ თავად იმოქმედებდა

The Wall Street Journal 31 იანვრის ზარის შესახებ ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა მექსიკის უმაღლეს სამხედრო პირებს განუცხადა, რომ თუ მექსიკა არ აღმოფხვრიდა ქვეყნის მთავრობისა და ნარკოკარტელების ფარულ შეთანხმებას, აშშ-ს სამხედრო ძალები მზად იყვნენ ცალმხრივი ქმედებებისთვის.

მათი თქმით, მექსიკის მაღალი რანგის სამხედრო პირები, რომლებიც ამ ზარში მონაწილეობდნენ, აღფოთებულნი და გაბრაზებულნი დარჩნენ, რადგან მათთვის ეს ნიშნავდა, რომ ჰეგსეთი მექსიკის ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ოპერაციას მოიაზრებდა.  

WSJ-ს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კომენტარზე უარი განაუცხადა.  

ეს იყო პირველი სატელეფონო საუბარი, რომელიც ჰეგეთსმა მექსიკის სამხედრო ხელმძღვანელობასთან გამართა.


27 თებერვალს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ტარიფები მექსიკასა და კანადაზე ძალაში შევა 4 მარტს, ხოლო ჩინეთს იმავე დღეს დამატებით 10%-იანი ტარიფი დაეკისრება.  

ტრამპმა დაწერა, რომ ნარკოტიკული საშუალებები "მექსიკიდან და კანადიდან კვლავ დიდ და მიუღებელ რაოდენობებში მოედინება ჩვენს ქვეყანაში,“ მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეზობელმა ქვეყანამ დაჰპირდა აშშ-ს, რომ გააძლიერებდა საზღვრების კონტროლს.  

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს საშინელი პრობლემა აშშ-ს აზიანებდეს, ამიტომ, სანამ ეს არ შეჩერდება ან მნიშვნელოვნად არ შეიზღუდება, 4 მარტს დაგეგმილი ტარიფები ნამდვილად შევა ძალაში, როგორც დაგეგმილია“ - დაწერა ტრამპმა.

კომენტარები