ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.68 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 4.79 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7904 ლარია, ერთი ევროსი - 2.9031 ლარი. აღსანიშნავია, რომ 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გამყარდა.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.83 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.79 ლარია, ევროსი - 2.91 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.

კომენტარები