რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე: რუსეთის განუყოფელი ნაწილია

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწები მათთვის განუყოფელი ნაწილია.

"ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტები გახდნენ, რომლებიც გაწერილი არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში არიან ჩვენი ქვეყნის, რუსეთის განუყოფელი ნაწილი." - თქვა პესკოვმა.

ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხებს, გაართულებს თუ არა ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირობა, რომ "უკრაინას რაც შეიძლება მეტ ტერიტორიას დაუბრუნებენ".

პესკოვის თქმით, რუსეთისა და აშშ-ს მიერ პოლიტიკური ნების შენარჩუნების შემთხვევაში, "უკრაინის [საკითხის] დარეგულირების პროცესის გავლა" შესაძლებელი იქნება. მისივე თქმით, ეს ომი "ძალიან რთულია" და არავინ ელის "მარტივ და ჩქარ" გამოსავალს.

"რასაც ვაკვირდებით არის ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი თავად ამბობს და მზადაა სხვებს მოუსმინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ვაშინგტონის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ძირეული განმასხვავებელი მისი წინამორბედისგან. არავინ ელის, რომ გადაწყვეტილება მარტივი და სწრაფი იქნება, ძალიან რთულია... თუმცა, ორი ქვეყნის მიერ ასეთი პოლიტიკური ნების შენარჩუნების შემთხვევაში, მზადყოფნით, მოუსმინონ ერთმანეთს, ვფიქრობ, რომ ამ სამუშაო პროცესის გავლას შევძლებთ." - თქვა კრემლის სპიკერმა.

26 თებერვალს აშშ-ს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონი ეცდება კიევს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს.

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა ორივე მხარისთვის საუკეთესო შეთანხმება გაფორმდეს. თუმცა უკრაინისთვის ჩვენ ძალიან ვეცდებით კარგი შეთანხმების გაფორმებას, რათა მათ შეძლონ რაც შეიძლება მეტი [ტერიტორიის] დაბრუნება". - თქვა ტრამპმა და აქვე აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია NATO-ში გაწევრიანება დაივიწყოს.

კომენტარები