დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

მოქალაქე: დავრეკე ოზურგეთის მერიაში და არ ელოდოთ კუთხეების და შუკების გაწმენდასო

მეშვიდე დღეა სოფელ მერიაში, ოზურგეთში ვარ ჩარჩენილი და ერთ სიტყვას არ ენდოთ იქიდან, რასაც ტელევიზორში ლაპარაკობენ.

იმედი არის სრულიად ამაზრზენი, იმის მაგივრად რომ სტიქიაზე გაამახვილონ ყურადღება, იმაზე საუბრობენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მანიპულირებენ სტიქიით და დეზინფორმაციას ავრცელებენ.

არადა, ხალხო, თოვლში ვიხრჩობით. დღეს დავრეკე ოზურგეთის მერიაში და ცენტრალური გზები იწმინდება მხოლოდ, არ ელოდოთ კუთხეების და შუკების გაწმენდას, არ გაიწმინდებაო.

სოფლის ცენტრში იყო ჩასული ჩემი ოჯახის წევრი, სასწრაფო იდგაო და პაციენტამდე ვერ მივიდა. რამდენიმე საათი იდგა იქ და მერე თურმე მოხალისეები მისულან და ისინი დახმარებიან.

ის, რაც ახლა აქ ხდება არის სრული საცოდაობა. სრულიად დაკარგა ჩვენმა მთავრობამ ადამიანური სახე. თბილისში რომ აქციებს არბევენ ეგ ზორბები აქ გამოუშვან და კაცური საქმე ერთხელ მაინც გააკეთონ ცხოვრებაში.

წესიერად ვეღარც ვწერ იმდენად რთულია ამ ამბავთან მენტალურად გამკლავება.
მშვიდობა ყველას, წარმატებები ჩვენ მოხალისეებს და უდიდესი მადლობა იმისთვის რასაც აკეთებთ.

წერდა 26 თებერვალს მოქალაქე ნინო თოიძე სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღეა დასავლეთ საქართველოში რამდენიმე რეგიონში სტიქიურად მოვლენილმა დიდთოვლობამ ადგილობრივ მოსახლეობას კრიტიკული პირობები შეუქმნა

კომენტარები