დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

პაპუაშვილი: ვხედავთ ოპოზიციას, მედიას და NGO-ებს, ზურგში დანას სცემენ საზოგადოებას

პროცესი მთლიანად კონტროლის ქვეშ არის და მიდის სამუშაოები, რაც არის საჭირო.

ამასთან ერთად, უკვე მერამდენეჯერ ვნახეთ, რომ ზუსტად იმ მომენტში, როცა საჭიროა საზოგადოების ერთიანობა, კონცენტრირება საქმეზე, ვხედავთ ოპოზიციას, მის მედიას და NGO-ებს, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას იმით, რომ აშკარა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, დათესონ პანიკა, შეიტანონ დაბნეულობა საზოგადოებაში. ცდილობენ, ისედაც რთული ემოციური ფონის არსებობისას კიდევ უფრო ემოციურად დაამძიმონ, გააღიზიანონ საზოგადოება, რაც არ ჯდება არც მედია სტანდარტში და არც ადამიანურ სტანდარტში, რა თქმა უნდა.

მავნე შედეგი, რაც მოაქვს დეზინფორმაციას ეს რჩება, ის დაბნეულობა, ადამიანის ემოციებზე თამაში - ამას თავისი შედეგი მოაქვს და იქ შემდეგ უკვე ჩასწორებას დიდი შედეგი შეიძლება არ ჰქონდეს.

ჩემი კომენტარიც იყო, რაც პირდაპირ სპეკულაციურად... მანიპულაციაც აღარ ჰქვია, იმდენად დაჩეხილად იქნა გამოყვანილი ნახევარწამიანი მონაკვეთი, ჩემი კომენტარისა, სტიქიასთან დაკავშირებით. მიზანი გასაგებია, რომ გამოიყენონ ყველა ასეთი მძიმე შემთხვევა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს მიზანიც რამე კონკრეტული კი არ არის. საზოგადოების ემოციური დათრგუნვა, დატვირთვა, დაბნეულობის შეტანა და გაღიზიანება ემოციურად.

თქვა პარლამენტში ივანიშვილის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე საუბრისას.

დასავლეთ საქართველოში რამდენიმე რეგიონში სტიქიურად მოვლენილმა დიდთოვლობამ ადგილობრივ მოსახლეობას კრიტიკული პირობები შეუქმნა

კომენტარები