ჩვენ, უდავოდ, ბევრად – ხაზგასმით აღვნიშნავ – ბევრად დიდი რესურსი გვაქვს ამ სახის, ვიდრე უკრაინას. რუსეთი ერთ-ერთი უპირობო ლიდერია ამ იშვიათი და წიაღისეული მეტალების მარაგებით. ეს საკმაოდ მსხვილი ინვესტიციებია, პროექტები, რომლებიც დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდით ნებისმიერ უცხოელ პარტნიორთან, მათ შორის, ამერიკელებთანაც.
სხვათა შორის, რაც შეეხება ახალ ტერიტორიებს, აქაც იგივე: ჩვენ მზად ვართ მოვიზიდოთ უცხოელი პარტნიორები და ე.წ. ახალ, ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდნენ, ასევე არის გარკვეული რესურსების მარაგი. მზად ვართ იქაც ვიმუშაოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის, ამერიკელებთან





