ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები უკრაინულ სამხედრო დანაყოფს წვრთნებს ჩაუტარებენ და ეკიპირებას მიაწვდიან. ინფორმაციას დანიის და ესტონეთის მთავრობები ავრცელებენ.
"დანია უკრაინას დამატებით 2 მილიარდ დანიურ კრონს ($280 მილიონი) გამოუყოფს. თანხა, მათ შორის, გამოყენებული იქნება უკრაინელი ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალების შესაძენად და ბრიგადის ზომის უკრაინული ძალის შექმნისთვის ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებთან ერთად". - თქვა დანიის პრემიერმა, მეტე ფრედერიკსენმა.
ესტონეთის პრემიერმა, კრისტენ მიხალმა კი კიევში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ პროექტი მოიცავს სამხედრო მომზადებას და ქვედანაყოფის ყველა აუცილებელი აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფას. მისი თქმით, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები მალე შეთანხმდება.





