ყველას კარგად გახსოვთ ისტორია, როდესაც ვამბობდით, რომ უცხოური დაფინანსება არ გამოიყენება იმ მიზნებისთვის, რაც არის თითქოსდა ოფიციალურად დეკლარირებული და სინამდვილეში ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა. დღეს, თვითონ წყარო ამ დაფინანსებისა ვინც იყო, ამერიკის შეერთებული შტატები, ძირითადად, თვითონ იქ მოხდა ამ საკითხის ლუსტრაცია თავიდან ბოლომდე.
იმისთვის, რომ სუვერენულმა სახელმწიფომ შეძლოს, დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, დაიცვას დემოკრატია გარე უკანონო ჩარევისგან, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ამას უზრუნველყოფს, ამ მხრივ, აშშ-ს გააჩნია ყველაზე უფრო ქმედითუნარიანი კანონმდებლობა [...]
[...] მედიასთან დაკავშირებით ჩვენ ყველაზე უფრო, რომ იტყვიან, გამოცდილი და ტრადიციული კანონმდებლობა, ამ შემთხვევაში ბრიტანული კანონმდებლობა ავიღეთ. მექანიზმი, რომელიც იყო მინდობილი თვითრეგულაციაზე, ამ მექანიზმმა ფაქტია, სახეზე გვაქვს ყველაფერი, რომ არ იმუშავა. აქედან გამომდინარე, აქედან არის საჭიროება, რომ მექანიზმი მედიასტანდარტების დაცვისა, არსებობდეს.





