ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატების პარტიამა გაიმარჯვა და ხმების 29% აიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მეორე ადგილზე გავიდა ხმების 19.5%-ით.
"მსოფლიო ჩვენთვის არ იცდის, და ასევე არ დაელოდება ხანგრძლივ მოლაპარაკებების პროცესს კოალიციის შექმნაზე. ჩვენ ახლა სწრაფად უნდა აღვიდგინოთ უნარი, რომ ვიმოქმედოთ, რათა გავაკეთოთ სწორი რამ სახლში, რათა ჩვენ კიდევ ერთხელ ვიყოთ წარმოდგენილები ევროპაში, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ გერმანიას კვლავ საიმედოდ მართავენ". - თქვა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.
ამას გარდა, არჩევნებში ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატების პარტია, ხმების 16%-ით, მესამე ადგილზე გავიდა, მწვანეების პარტიამ კი 13.5% აიღო.
ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ იგი თავადაა პასუხისმგებელი ასეთ შედეგზე, თუმცა დაამატა, რომ იგი არასდროს მიიღებს იმ ფაქტს, რომ AfD-ს მსგავსმა ულტრამემარჯვენე პარტიამ ასეთი შედეგი მოიპოვა.
ხოლო მემარცხენეების პარტიამ, ვაგენკნეხტის ალიანსმა და თავისუფალმა დემოკრატებმა შესაბამისად 8.5%, 4.7% და 5% აიღეს.
Deutsche Welle-ის ინფორმაციით, ამ მონაცემებით პოტენციური სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს საკმარისი მანდატები აქვთ.
ასევე აღსანიშნავია, რომ AfD-ს მიერ აღებული შედეგები საუკეთესო მაჩვენებელია წინა წლების ეროვნულ არჩევნებზე აღებულ შედეგებთან შედარებით და 2021 წელთან შედარებით პარტიის შედეგი 9.1%-ით არის გაუმჯობესებული.
არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 83.5%-მა მიიღო, რაც 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.





