უკრაინის რუსეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი 24 თებერვალს, ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, უკრაინისა და NATO-ს წინააღმდეგ "გამარჯვების" გამოცხადებას გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, რუს პროპაგანდისტებს დაევალათ გაავრცელონ "გამარჯვების" შესახებ ნარატივი, რათა ნიჰილიზმი დანერგონ უკრაინის საზოგადოებაში, ამით მოახდინონ ქვეყნის დესტაბილიზაცია და უკრაინის პარტნიორების "მშვიდობის მტრებად" გამოაცხადონ.
რუსეთის კამპანია ემთხვევა ბოლო პერიოდში უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის დაძაბულ ურთიერთობას, რა დროსაც ტრამპმა ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა და ფაქტობრივად ომის დაწყება დააბრალა.
უკრაინის დაზვერვის მიხედვით, რუსი პროპაგანდისტები გეგმავენ, რომ ვირუსულად გაავრცელონ სლოგანები, როგორიცაა "დასავლეთმა უკრაინას უღალატა", "არც მოსკოვს და არც ვაშინგტონს არ აინტერესებთ ევროპელებისა და უკრაინელების აზრი", ან "უკრაინის მთავრობა არალეგიტიმურია" - ნარატივები, რასაც რუსეთი ომის დაწყებიდან იყენებს.





