მაიკ უოლცი

უოლცი: ტრამპი ზელენსკით იმედგაცრუებულია

AP Photo/Rod Lamkey

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა აშშ-სა და უკრაინის ურთიერთობებზე ილაპარაკა.

უოლცის თქმით, დონალდ ტრამპი ზელენსკით იმედგაცრუებულია.

იმედგაცრუების პირველ მიზეზად მრჩეველი "კიევიდან მომავალ რიტორიკის ნაწილს და პრეზიდენტ ტრამპისთვის შეურაცხყოფის მიყენებას" ასახელებს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტისთვის სრულიად მიუღებელია.

უოლცმა ასევე ილაპარაკა უკრაინის სასარგებლო წიაღისეულზეც. მისი თქმით, მინერალების მოპოვება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი წამოწყებაა, რომელიც მილიარდობით დოლარს მოუტანს, როგორც უკრაინას, ისე აშშ-ს. გარდა ამისა, უოლცის აზრით, მსგავსი ტიპის ინვესტიცია გადაფარავს იმ ხარჯებს, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის ბოლო წლებში გაიღო. დონალდ ტრამპის იმედგაცრუების მეორე დიდი მიზეზი სწორედ წიაღისეულზე ვერ შემდგარი შეთანხმება გახდა.

"იმის ნაცვლად, რომ შევსულიყავით კონსტრუქციულ დიალოგში, ვიხილეთ მედიაში საკმაოდ წარუმატებელი რიტორიკა". – თქვა უოლცმა.

კომენტარები