ვალენტინა მატვიენკო

მატვიენკო: საქართველოში, დასავლეთის მიერ თავსმოხვეული, ჩახშობის პოლიტიკა შეინიშნება

რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო
Ria

რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს თქმით, რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დასავლეთის მიერ თავსმოხვეული ჩახშობის პოლიტიკა შეინიშნება.

მატვიენკოს მტკიცებით, კოლექტიური დასავლეთი საკუთარ ნებაზე დამორჩილების, მკაცრ პოლიტიკას აწარმოებს. ატარებს მხოლოდ საკუთარ ინტერესებს და არ ითვალისწინებს სხვა სუვერენული სახელმწიფოების მთავრობას, კანონმდებლობას, კონსტიტუციას, ტრადიციებსა და კულტურას.

პუტინის თანაპარტიელის თქმით ასეთი ჩახშობის მსხვერპლი არის საქართველოც:

"დასავლეთი დემოკრატიით შენიღბულ პირობებს ხისტად ახვევს თავს სახელმწიფოებს, მიუთითებს იმის კეთებას, რაც თავად აწყობს. ეს სცენარები საშინელია. ახლო წარსულში მსგავსი რამ ვიხილეთ საქართველოში, რუმინეთსა და მოლდოვაში".

კომენტარები