რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 2 ბალისტიკური რაკეტით და 167 დრონით მიიტანა იერიში

Pravda.ua

19 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 2 Искандер-М ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 167 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის Shahed-ის ტიპის დრონებით მიიტანა იერიში. აქედან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 106 დრონის განადგურება მოახერხა, 56-მა კი მიზანს ვერ მიაღწია.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები Telegram-ზე ავრცელებენ.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, კიევის, სუმის, ჩერკასის და ზაპოროჟიეს რეგიონები.

რუსეთის ძალებმა დრონები რუსეთის ქალაქების – ორელის, ბრიანსკის, კურსკის, მილეროვოს, შატალოვოს და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებებიდან გაუშვეს, ხოლო ბალისტიკურ რაკეტები ვორონეჟის რეგიონიდან - სუმის რეგიონის მიმართულებით გაუშვეს.

როგორც წერს უკრაინის თავდაცვა, დილის 9:00 საათის მდგომარეობით დადასტურებულია 106 Shahed-ისა და სხვა ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ოდესის და მიკოლაევის რეგიონებში.

კომენტარები