ლარი დოლართან 0.16 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 0.56 თეთრით გამყარდა. 18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8186 ლარია, ერთი ევროსი - 2.948 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.86 ლარი ღირს, 1 ევრო - 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.82 ლარია, ევროსი - 2.95 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.





