ლარი დოლართან 1.92 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 1.51 თეთრით. 17 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8170 ლარია, ერთი ევროსი - 2.9536 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.87 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.83 ლარია, ევროსი - 2.97 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.





