რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები შეხვედრას საუდის არაბეთში გამართავენ

ამერიკელი სენატორი მარკო რუბიო
Andrew Harrer/Bloomberg

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლები მომდევნო დღეებში საუდის არაბეთში გამართავენ შეხვედრას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე სასაუბროდ. ინფორმაცია ამერიკელმა კონგრესმენმა, მაიკლ მაკკალმა Reuters-თან დაადასტურა. 

სახელმწიფო დეპარტამენტს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინა არ იღებს საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას.

"მოლაპარაკების მაგიდაზე არაფერი არ არის ისეთი, რაც განხილვად ღირს. [...] რუსეთი არ არის მზად მოლაპარაკებისთვის" – თქვა პოდოლიაკმა.

საუდის არაბეთში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი გაემგზავრებიან. ამ დროისთვის უცნობია, ვინ წარმოადგენს რუსულ მხარეს. 

კომენტარები