სიტყვები უძლურია, გადმოსცეს ის ტკივილი, რომელიც ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია. ორი პატარა სიცოცხლის დაკარგვა ძალიან მძიმე და მოუშუშებელი ჭრილობაა მათი ოჯახებისა და მთელი ქვეყნისთვის. ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმელებს და ჩვენს საზოგადოებას.
tbl.ge/72pn
დაკოპირდა

ცნობისთვის, 15 თებერვალს, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.
გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილას მივიდა. ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ "მნიშვნელოვანია", რომ ადგილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, "არ იყო სამშენებლო ტერიტორია".
ამავე თემაზე
- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს დანით ჭრილობები მიაყენა - შსს-მ 1 პირი დააკავა
- შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავა
- შსს-მ ბათუმში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
- შსს: ბათუმში 4 პირი 2 ადამიანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დავაკავეთ
- ბათუმში მატარებელმა მოზარდს ფეხზე გადაუარა




