ლარის კურსი

ლარი ყველა ვალუტასთან გაუფასურდა - 14 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.05 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 3.45 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8362 ლარია, ერთი ევროსი - 2.9687 ლარი. 

14 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.87 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.84 ლარია, ევროსი - 2.98 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. მცირე გამყარების შემდეგ, მიმდინარე კვირაში ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს.

კომენტარები