სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
კანონპროექტის ავტორი სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული ძალების პლატფორმაა, რომელმაც 2 თვეში 60 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. კანონპროექტის ეროვნულ ასამბლეაში ინიცირებისთვის მინიმუმ 50 000 ხელმოწერა იყო აუცილებელი.
ზემოხსენებული კანონპროექტი სომხეთის მთავრობამ გასულ თვეში დაამტკიცა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



