რუსეთმა ავიაციით სუმის ოლქი დაბომბა, შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი.
სუმის საოლქო პროკურატურის ცნობით, 11 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, რუსულმა ავიაციამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა.
წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა 2 საავიაციო მართვადი ბომბი ჩამოაგდეს.
დაბომბვის შედეგად დაიღუპა 40 წლის კაცი და 30 წლის ქალი.
გარდა ამისა, იერიშის შედეგად დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო საწარმო, სატრანსპორტო საშუალებები და საწყობები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.