რუსული რეჟიმი

წილოსანი როგავას: ამ პატარა ინციდენტმა მოგცა უფლება, აქ იდგე და უაზრო კითხვები დაგვისვა

სამწუხარო ინციდენტი იყო, თუმცა სამწუხარო იმიტომ იყო კიდევ უფრო მეტად, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაცა უაზრო კითხვები დაგვისვა.

[...] რამდენიმე ადამიანის შეცდომამ, იმ ბევრ პოლიციელეში, თქვენ მოგცათ უფლება, რომ ყველანაირად არასწორი ადამიანები იდგეთ და კითხვებს გვისვამდეთ.

ეუბნება ივანიშვილის დეპუტატი, ნინო წილოსანი გურამ როგავას, როელსაც საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველი სასტიკად გაუსწორდა.

კომენტარები