არ მინდა მაყურებელმა ჩათვალოს, რომ მე ფრთიანი ანგელოზი ვარ. ჩემი წილი პასუხისმგებლობაც ამაში, რასაკვირველია, არის. ჩემი წილი პასუხისმგებლობაც კონკრეტულად არის იმაში, რომ რაღაცებზე შეიძლება თვალს ვხუჭავდი, რაღაცებზე არ ვიყავი მოწოდების სიმაღლეზე, არ ვამახვილებდი და უფრო ხმამაღლა არ ვსაუბრობდი. უფრო არ ვსაუბრობდი ხმამაღლა გარეთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს მაყურებელმა, რომ მე ფრთიანი ანგელოზი ვარ და ეს სიტუაცია ისე ჩამოყალიბდა, რომ მე ამას ვერ ვხედავდი აქამდე. ამ ბოლო მოვლენებმა, იგივე, მაგალითად, 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, შემდეგ რუსთაველზე განვითარებულმა მოვლენებმა, ჩემთვის უკვე სასწორის მეორე პინაზე აღარანაირი არგუმენტი არ არსებობდა ისეთი, რომ ვაიმე, მე შეიძლება სამსახური დავკარგო, ვაიმე მერე კომუნალურ გადასახადს როგორ გადავიხდი, ვაიმე მერე მე იქ ბავშვებზე ფული რომ მჭირდება ან რაღაც. მეც საკუთარ თავთან კომპრომისებზე ვარ აქამდე წასული. ასე არ არის, რომ მე უბრალოდ ეს ყველაფერი ახლა დავინახე და ასე მოხდა, ყველას წილი პასუხისმგებლობაა, მათ შორის, ჩემიც
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
ივანოვ-ჩიქოვანი: არ მინდა მაყურებელმა იფიქროს, რომ მე ფრთიანი ანგელოზი ვარ
tbl.ge/72cg
დაკოპირდა

თქვა შაბათის ფორმულას ეთერში საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა
ამავე თემაზე
- რეჟიმის პატიმრების მხარდაჭერის გამო, რუსთაველის თეატრის სპექტაკლიდან 3 მსახიობი მოხსნეს
- ჯარიმებზე საჩივრების განხილვის ვადა შსს-მ 1-დან 3 თვემდე გააგრძელა – ადვოკატი
- თსუ-ს ლექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
- კანდელაკი ოცნებაზე: ჩაბეტონებულ იზოლაციაში არიან, საიდანაც გამოსვლის პერსპექტივა არ აქვთ
- თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტიდან 2 ლექტორის გაშვებას აპროტესტებს