ლარი დოლართან 1.55 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 0.96 თეთრით. 7 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7940 ლარია, ერთი ევროსი - 2.9010 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.83 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.79 ლარია, ევროსი - 2.90 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.