ყველა შემდეგი ნაბიჯი, რომელი მათ შორის, ჩვენს მომხრეებში აღქმული იყო "ახლა რად გვინდოდა" ნაბიჯად, ყველა შემდგომი გადაწყვეტილების წინ წინა გადაწყვეტილების მართებულობა ხომ ყველა შემთხვევაში დავადასტურეთ.
კანდიდატის სტატუსის მიღების წინ გადაწყვეტილებებზე რას ლაპარაკობდნენ, რა კრიტიკა მიდიოდა, - "რა დროს ეს იყო", ჰო ჩვენი მომხრეებისგანაც ეს მოდიოდა. მაგრამ შედეგად, როცა ჩვენ ცოტა შეტევაზე გადავდიოდით, თავდასხმებს რომ ეძახდნენ, თუნდაც დავარქვათ, რომ ვტოვებდით შთაბეჭდილებას, რომ ვამწვავებდით სიტუაციას, შედეგი? აქ არის მთავარი რეცეპტი იმ დიაგნოზისა, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა, გარედან და შიგნიდან როგორი კოორდინაცია იყო გახსოვთ და 43 მილიონი ამას უზრუნველყოფდა...
საბოლოოდ, მაინც გამოდიოდა, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც შეტევაზე გადავდიოდით, ვიღებდით მათ შორის, ევროპასთან მიმართებაში უფრო წინ გადადგმულ ნაბიჯს. რომ არ დაგვერწმუნებინა ჩვენ ევროპელი ბიუროკრატები, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემით ვერაფერს გვიზამდნენ, ჩვენ სტატუსს ვერ მივიღებდით. წინასწარ კარგად გავთვალეთ, რომ ერთადერთი გზა იმის, რომ ჩვენთვის სტატუსი მოეცათ, იყო დარწმუნება ყველასი, რომ სტატუსის ვერმოცემით საქართველოში ხელისუფლება არ და ვერ შეიცვლება.