დიდი ძალები ებრძვიან საქართველოს, ეს მე PACE-ზეც ვთქვი და გაიყურსა ყველა, რომ 2022 წლიდან მიზანმიმართულად ვისჯებით მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვთქვით კონკრეტული ოფიციალური პირების შემოთავაზებაზე, რომ ჩავრთულიყავით ომში და ვიღაცების, ამ დიდი ძალების გიჟურ ავანტიურაში მიგვეღო მონაწილეობა, რომელიც გულისხმობდა უკრაინა, საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ცეცხლის აალებას და ამით ვითომ რუსეთის შესუსტებას.
ჩვენ როგორც კი ამაში მონაწილეობაზე ვთქვით უარი... ეს არ იყო მოჩვენება, ეს იყო კონკრეტული ზეწოლა და შემოთავაზებები, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ ხელისუფლებამ თქვა უარი. ამის მერე დაიწყო სადამსჯელო ღონისძიებები თვითონ ივანიშვილის წინააღმდეგ, მისი ოჯახის წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ და თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ, როგორც კოლექტიური მმართველი გუნდის წინააღმდეგ.
ჩვენ მაინც დღემდე მოვათრევთ ამ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ თან მოვდივართ და თავში გვირტყამენ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა უბედურება, რადგან ჩვენ თვითონ უბედურების თაობა ვართ, ჩვენ ხომ ჩვენი თვალით გვინახავს [...]
[...] შესაბამისად, ჩვენ მოგვყავს ეს პროცესი ძალიან მძიმედ, რომ არა ივანიშვილის გამჭრიახობა, რომ არა მისი პრინციპულობა, რომ ის არ იყიდება, არა, ჩვენ უკრაინაზე უარეს დღეში ვიქნებოდით და ალბათ, დღეს აღარც ვიქნებოდით ისეთები, როგორიც ვართ, ამიტომ ისჯება საქართველო. შესაბამისად, ოპოზიცია არის მხოლოდ სათამაშო კამათელი ამ დიდი ძალების ხელში...