რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებს აკრძალვა გაუხანგრძლივა

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებს ჰოკეის საერთაშორისო ჩემპიონატებზე მონაწილეობის აკრძალვა 2025-26 სეზონის ჩათვლით გაუხანგრძლივა. შესაბამისი გადაწყვეტილება IIHF-მ შვეიცარიაში გამართულ სხდომაზე მიიღო.

ფედერაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ზემოხსენებული ორი ქვეყნის რეინტეგრაცია უსაფრთხო ჯერ კიდევ არ არის".

რუსეთის ჰოკეის ფედერაცია ზემოხსენებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

როგორც ESPN აღნიშნავს, სავარაუდოდ, IIHF-ის გადაწყვეტილება დიდ გავლენას მოახდენს 2026 წლის მილანის ოლიმპიადაზე, თუმცა, ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) უნდა მიიღოს. IOC-ის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის მარტშია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვის მიუხედავად, რუსეთის ჰოკეის ნაკრები IIHF-ის ოფიციალურ რეიტინგში მეორე ადგილს კვლავ ინარჩუნებს და სარეიტინგო ქულების რაოდენობით მხოლოდ კანადას ჩამორჩება.

კომენტარები