საქართველოს კანონმდებლობა პუტინის რუსეთსა და ლუკაშენკოს რეჟიმზე უფრო რადიკალური და მკაცრი გახდა. ეს ყველაფერი რეჟიმის ბოლო ამოსუნთქვაა, რომელიც ცდილობს, რეპრესიებით საკუთარი თავი გადაირჩინოს [...] ამათი ყალბი, მკაცრი სასჯელებისა თუ რაღაც კანონების არავის ეშინია. ეს სასაცილოა მაშინ, როცა მეორე მხარეს, საპირწონედ საქართველოს თავისუფლება და ევროპული მომავალი დგას.
tbl.ge/7234
დაკოპირდა

თქვა, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ივანიშვილის რეჟიმის ახალ, გამკაცრებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეპრესიულ პოლიტიკაზე.
ცნობისთვის, 3 თებერვალს, ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგისას განაცხადა, რომ გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე - ასევე, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განცხადებით, "ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით" სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის ცვლილებები.
ძლიერი საქართველოკოალიცია ძლიერი საქართველოირაკლი კუპრაძექართული ოცნებამამუკა მდინარაძერუსული რეჟიმი
ამავე თემაზე
- Amnesty International საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
- ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ოცნებას დემონსტრაციებზე კანონების გადახედვისკენ მოუწოდა
- მახაშვილი ელჩებს: თქვენი შესაჭრელი, შესაკერი და გადასარჩენი საქართველოს არაფერი არ სჭირს
- ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
- პაპუაშვილი: არგუმენტების სიმწირის დროს თავშესაფრად მორალური პიედესტალიდან საუბარი იქცა




