საქართველოს პროკურატურის ცნობით, უწყების თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინება, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყება ბრალდებულისთვის ღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს
"თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, დასაქმების გვერდებზე სისტემატურად საჯაროდ ათავსებდა სარეკლამო შეთავაზებებს, თითქოს მოდელებს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ გადაღებაში მონაწილეობის მისაღებად ეძებდა.
აღნიშნული გზით, იგი მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულს სექსუალური ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა." - წერია გავრცელებულ განცხადებაში.




