ადვოკატი გვანცა გვედაშვილი წერს, რომ ინგოროყვას კლინიკაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2 პირი არის გადაყვანილი. მისივე თქმით, ისინი ნაცემები არიან, ტვინის შერყევა და სახის არეში ძვლების დაზიანებები აქვთ.
გვედაშვილი ამბობს, რომ ორივე პირი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
"ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილია 2 პირი, რომლებიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან.
ორივე ნაცემია, ორივე ტვინის შერყევით, სახის არეში ძვლების დაზიანებებით.
ორივე კლინიკაში რჩება ექიმების შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ". - წერს გვედაშვილი.