დღეიდან, სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს მომსახურებას უწევენ, ვეღარ ისარგებლებენ მცირე მეწარმის სტატუსით, შესაბამისად 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან.
ქართული ოცნების მთავრობამ დადგენილება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2024 წლის დეკემბერში გამოსცა.
რეგულაცია 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებული, რასაც საკომიტეტო განხილვისას, ივანიშვილის დეპუტატები ბეჟან წაქაძე და ანტონ ობოლაშვილი შეეწინააღმდეგნენ და ამოქმედების ვადის გადადება მოითხოვეს. მათი თქმით, საჭირო იყო მეტი დრო, რათა ბიზნესი ინფორმირებული ყოფილიყო. საბოლოოდ, ივანიშვილის დეპუტატებმა რეგულაციის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედებას უყარეს კენჭი.





