რუსული რეჟიმი

ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, მისი ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს

გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი შაიშმელაშვილი და მისი ძმა, ბაჩა შაიშმელაშვილი
Bacha Shaishemalsvhili/Facebook

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ცნობით, მისი ძმა, ბაჩა შაიშმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შაიშმელაშვილი Facebook-ზე წერს და ძმასთან მიმოწერის სურათსაც ავრცელებს, რომელშიც ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ იტყობინება. 

"ყველას ვერ გაათავისუფლებთ, ყველას ვერ დააშინებთ, ყველას ვერ გააჩუმებთ. მდაბიო პოლიტიკა გაქვთ". - წერს შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში. 

3 დეკემბერს დეკემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

მოგვიანებით, საქართველოდან შაიშმელაშვილისა და მისი ოჯახის წასვლის შემდეგ გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის ყოფილ ხელმძღვანელთან ინტერვიუ TV პირველის ეთერში გავიდა. 

შაიშმელაშვილმა წასვლამდე TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ "დღეს რაც ხდება, რუსეთის მიერ აგრესიულად წარმოებული ჰიბრიდული ომია".  მან ასევე თქვა, რომ პოსტის დატოვების შემდეგ "იყო [ფიზიკური ანგარიშსწორება], ვიჩხუბეთ. სამწუხაროდ არ დამთავრდა ამით, მოჰყვა ზარები. რომ ჩავრთე ტელეფონი, თუკი ვინმე შეიძლებოდა ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა, პირდაპირი და ირიბი მუქარებით. შვილებზე, განსაკუთრებით".

"ყველაზე მძიმე ის აღმოჩნდა, რომ ეს წლები მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი ქვეყანაში, სადაც სამართალი შეიძლება ვერ ვიპოვო. ამიტომ, ამ ინტერვიუს მერე ფრენა მაქვს და მივდივარ ქვეყნიდან" - თქვა შაიშმელაშვილმა. 

კომენტარები