ჩამოაქვთ დიქტატურა, ჩამოაქვთ რუსეთი. სხვა რაღა უნდა ჩამოიტანოს აწი თეა წულუკიანმა, მიქანაძემ ან სხვა შიკრიკმა, რომელსაც ივანიშვილი გამოაგზავნის დასავლეთში.
მაგრამ ჩვენ რა ჩამოგვაქვს, ეს არის მნიშვნელოვანი! ჩვენ ჩამოგვაქვს დიდი გამარჯვება ქართველი ხალხისთვის და სიმართლე იმიტომ, რომ ახლა დემოკრატიული ძალების მისია იყო ის, რომ ევროპელი მეგობრები და ზოგადად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ შეეყვანა შეცდომაში ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, თითქოსდა, ადამიანთან, რომელმაც გამოუცხადა ომი საკუთარ ხალხს; რომელიც ძალადობს ადამიანებზე რუსეთის სახელით; რომელიც სწორედ პუტინის მეთოდებს მიმართავს დაჭერისას... [...]
ივანიშვილმა დიქტატურის გზა აირჩია, მან ლუკაშენკოს გზა აირჩია, მან იანუკოვიჩის გზა აირჩია და შესაბამისად არანაირი დემოკრატიული ნაბიჯების მოლოდინი მისი მხრიდან აღარ უნდა გვქონდეს. ამიტომ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რითიც ხელმძღვანელობს მზია ამაღლობელი, როგორ დავამარცხოთ დიქტატურა, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთადერთი გზა - რომ დავამარცხოთ დიქტატურა და დავიბრუნოთ ქართული დემოკრატია, ევროპული მომავალი.