ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

კობახიძე რეზოლუციაზე: აბსურდული გადაწყვეტილებაა, მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიაში

ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ისე სტრასბურგს და ამის მორიგი გამოხატულებაა ეს უსამართლობა, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ და უსამართლობაზე მეტად ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება.

ასეთი რაღაც გააკეთეს: დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც აღიარეს არჩევნების შედეგები და იქვე განაცხადეს, რომ აპრილამდე თუ არ ჩატარდება არჩევნები, გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოდის რა, რომ არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება, რატო? იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა.

ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ მძიმე ვითარებაა ევროპულ ბოიუროკრატიაში, თუმცა, საბოლოო ჯამში ეს არსებითად ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა დელეგაციის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლიაში და დელეგაცია წყვეტს მუშაობას და მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს პარლამენტის მიერ [...]

ეს არის საკმაოდ ისეთი, მარტივი საკითხი, რაიმე არსებითი მნიშვნელობა რა თქმა უნდა, დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აბსურდულობა თავისთავად არის ის ასე ვთქვათ, ასპექტი ამ გადაწყვეტილების, რაც აუცილებლად ანალიზს იმსახურებს.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იმედი Live-ში.

კომენტარები