1. თუ თქვენ დაინახეთ, რომ ჩვენი უფლებამოსილება რატიფიცირებულ იქნა, ანუ დამტკიცდა, ეს არის უკვე ძალიან დიდი წარმატება. 2. თუ თქვენ დაინახეთ, რომ რატიფიცირება არ არის უბრალოდ რატიფიცირება, მაგრამ არის რატიფიცირება დათქმებით, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა გქონდეთ იმის სრული რწმენა, რომ ჩვენი დელეგაცია ძალიან სერიოზულად განიხილავს ამ დათქმებს, გამოთქვამს თავის აზრს და იტყვის, რომელი დათქმა არის მეტნაკლებად მისაღები, რომელი მისაღები და რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და 3. თუ თქვენ დაინახეთ, რომ ჩვენი უფლებამოსილება რატიფიცირებული არ იქნა, ამას ახსნა არ სჭირდება, ეს რას ნიშნავს.
მე, რა თქმა უნდა, ბოლო ვარიანტს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ასე იქნება, თუმცა, გამორიცხული არაფერია. უფრო პირველი ან მეორე ვარიანტი და დათქმები რა იქნება.





