ლარი დოლართან 0.42 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 2.49 თეთრით. 28 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8766 ლარია, ერთი ევროსი - 3.0014 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.06 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი - 3 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. გასულ კვირაში ლარი ხუთივე ვაჭრობისას გაუფასურდა.