რუსეთმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ცეცხლი გაუჩნდა 4 ავტომობილს, დაშავდა 3 ადამიანი.
"წინასწარი ინფორმაციით, დრონების იერიშის შედეგად დაზიანებულია სახლები, დაიწვა 4 ავტომობილი". – თქვა ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა.
მოგვიანებით ტრუხანოვმა დაადასტურა, რომ დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მათგანი მაშველებმა ბლოკირებული სახლიდან გამოიყვანეს.

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





