მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი (MDIF) ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამაღლობელის დაკავების აქტი სადამსჯელო ღონისძიებაა.
"ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ ქალბატონი ამაღლობელის დაკავება და მასთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმე, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე, არის სადამსჯელო პასუხი მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისთვის ხელისუფლების ძალისხმევის პირდაპირი შედეგი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში წინასწარი პატიმრობა ხშირად პოლიტიკურად მოტივირებულია და არა ლეგიტიმურ პრევენციულ ღონისძიებებს, არამედ ბრალდებულზე გავლენის მოხდენასა და მთლიანად საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად. ამ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ბრალდების მხარის დაუსაბუთებელ სარჩელს, რომ ქალბატონი ამაღლობელის მიმალვის ან ახალი სამართალდარღვევის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საშიშროება არსებობდა. სასამართლომ უგულებელყო წესი, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დადგეს და თავიდან სხვა პრევენციული ღონისძიებები უნდა განიხილონ.
ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, რომ წინასწარი პატიმრობა არ არის გამართლებული და სილა არ არის საკმარისი "თავდასხმის: ბრალდებისთვის.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, გამოიძიონ მისი დაკავების გარემოებები და გამოიძიონ, იყო თუ არა ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული" - წერს MDIF.





