ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 24 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან 2.07 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 4.26 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8834 ლარია, ერთი ევროსი - 3.0247 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. მიმდინარე კვირაში კი, ლარი ხუთივე ვაჭრობისას გაუფასურდა - ჯამში, ევროსთან 9.71 თეთრით, ხოლო დოლართან - 4.22 თეთრით.