უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე გავლენის მოხდენა მხოლოდ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია.
"ყველაფერი დამოკიდებულია აშშ-ზე. თუ ტრამპი გადაწყვეტს, რომ NATO-ში უკრაინა იხილოს, ჩვენ ვიქნებით NATO-ში, თუ ტრამპი გადაწყვეტს, რომ ამისთვის მზად არაა – არ ვიქნებით ალიანსში". - თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს თავიდანვე არ უჭერდა მხარს.
"ეს იყო ცარიელი სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, რადგან ათობით წელი გავიდა და უკრაინა ალიანსის წევრი არ გამხდარა. ეს არ იყო გულწრფელი". - თქვა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ს და გერმანიას უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სუსტი პოზიცია ჰქონდათ და პარალელურად რუსეთთან დიალოგს აწარმოებდნენ, თუმცა, მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს.
"ვისურვებდი, გამეთანაბრებინა სხვების პატივისცემის დონე უკრაინის მიმართ. ჩვენ ვიბრძვით უსაფრთხოების გარანტიებისთვის, გვინდა, ვიყოთ NATO-ში და ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობა ჩვენ მხარს გვიჭერს". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას მხარს ოთხი ქვეყანა არ უჭერს: აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი.





