ლარი დოლართან 0.63 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 1.56 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8515 ლარია, ერთი ევროსი - 2.9516 ლარი. ამასთან, 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი - 3 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.