სირია

სირიამ რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან საქონლის შემოტანა აკრძალა

გამომცემლობა Al Alarabiya-ს ინფორმაციით, სირიის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან საქონლის იმპორტი აკრძალა

როგორც წერს გამომცემლობა, მოხდება ამ ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის კონფისკაცია.  რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან იმპორტის აკრძალვის მიზანი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. მთავრობის მოლოდინით, ეს ზომები გაამყარებს სირიის მრეწველობას და წაახალისებს შიდა ბაზრის განვითარებას.

ამ გადაწყვეტილების პარალელურად, სირიამ იმპორტი სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან დაიწყო. შედეგად, დამასკოს მაღაზიებში უკვე იყიდება სხვადასხვა იმპორტირებული პროდუქცია, როგორიცაა მაგალითად თურქული წყალი, საუდის არაბეთიდან შემოტანილი სხვაფასხვა კვების პროდუქტები, ასევე სხვა გლობალური ბრენდები, მათ შორის პოპულარული შოკოლადები, მაგალითად, Twix და Snickers, და ისეთი სასმელები, როგორიცაა Pepsi.

კომენტარები