20 იანვრის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.
სულ ოკუპანტებმა 141 დრონი გამოიყენეს, რომლიდანაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 93 გაანადგურა.
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები მილეროვოს, ორელის, ბრიანსკის, კურსკისა და პრიმარო-ახტარსკის ააფრინეს. გარდა ამისა ოკუპირებული ყირიმიდან სუმის ოლქის მიმართულებით ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა ისროლეს.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები პოლტავის, სუმის, ჩერკასის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, კიევის, ხმელნიცკის, ვინიცკის, კიროვგრადის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებში ჩამოაგდო.
რადიო ელექტრო ბრძოლის შენაერთების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 47 რუსული დრონი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





