მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველია, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაიცვა

მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, რუსი მეტოქე, უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ილია თოფურიას შემდეგ მეორე ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ის ქამარი დაიცვა. 

ქართველი მებრძოლისთვის ეს ზედიზედ მე-12 გამარჯვებაა, ჯამში კი უკვე 18 გამარჯვება აქვს.

ჩემპიონის ქამარი დვალიშვილმა 2024 წლის 14 სექტემბერს, იმ დროს მოქმედი ჩემპიონის, შონ ო'მალის დამარცხებით მოიპოვა. მანამდე დვალიშვილმა UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი - ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

 

 

კომენტარები