ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის მთავრობამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაამტკიცა

 KOBY GIDEON

ისრაელის მთავრობამ ჰამასსთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სამსახური ავრცელებს

ნეთანიაჰუს სამსახურის თანახმად, ისრაელის კაბინეტის შეხვედრა 6 საათზე დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც მინისტრებმა შეთანხმება 18 იანვარს, შეთანხმების დაწყების განსაზღვრულ თარიღამდე ერთი დღით ადრე დაამტკიცეს.

მედიის ცნობით, კოალიციური მთავრობის 24 მინისტრმა შეთანხმებას მხარი დაუჭირა, 8 კი მოწინააღმდეგე იყო.

მანამდე, ჰამასსთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას მხარი ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაუჭირა.

ცნობისთვის, 15 იანვარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისრაელმა და ჰამასმა შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს, ისრაელი კი პირვლეი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ჰამასმა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების თანახმად ტყვეების პირველი ნაწილი კვირას, 19 იანვარს უნდა გამოუშვას.

კომენტარები