დიდი ბრიტანეთის პარლამენტი

GUARDIAN: რუსი დიპლომატები ბრიტანეთის პარლამენტის დახურულ ნაწილში შეიპარნენ

UCG

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, რუსი დიპლომატები დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დახურულ ნაწილში შეიპარნენ.

ინციდენტი 25 დეკემბერს მოხდა, გამოცემამ ინფორმაცია მხოლოდ 16 იანვარს მოიპოვა. წყაროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ დიპლომატები ლორდთა პალატაში შევიდნენ.

როგორც მედია წერს, შემთხვევამ "უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აღაშფოთა", ორივე პალატის სპიკერებმა სამსახურს გაფრთხილება მისცა.

"დიდი ალბათობით მათ სურდათ კრემლში ეტრაბახათ, რომ დიდი ბრიტანეთს პარლამენტის დახურულ ნაწილში შეაღწიეს". – ამბობს The Guardian-ის ანონიმური წყარო პარლამენტიდან.

ბრიტანეთის მთავრობამ ორივე პალატის დეპუტატებს წერილით მიმართა და გააფრთხილა, რომ რუსეთის დიპლომატები პარლამენტის შენობაში აღარ შეუშვან.

ამ ეტაპზე უცნობია, დიპლომატები შენობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, თუ რომელიმე პარლამენტარის მოწვევით.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვსა და ლონდონს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი არ არის, 2022 წლიდან რუსულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ოფიციალურად პერსონა ნონ გრატად არიან გამოცხადებულნი.

კომენტარები